ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეფტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებთან ერთად სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი მთელი საქართველოს მაშტაბით;
** კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდების მართვა/ხელმძღვანელობა.
** პორტფელში არსებული პროდუქტების გაფართოვების შესაძლებლობის ანალიზი და შესრულებაზე მუშაობა.
** ბაზრის ანალიზი / იმპორტის შესწავლა და ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამოკვლევა.
** ახალი პროდუქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება (ასორტიმენტი, საფასო პოლიტიკა, საკომუნიკაციო სტრატეგია).
** ბიუჯეტირება, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
** ბაზრის კვლევის ორგანიზება მესამე პირების დახმარებით და შედეგების ანალიზი (ქსელის აუდიტი, მაღაზიების მონიტორინგი, რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევები)
** ATL, BTL და PR აქტივობების შემუშავება და განხორციელება.
** ტრეიდ მარკეტინგული აქტივობების შემუშაბევა, დაგეგმვა და რეალიზაცია.
** დამხმარე სააგენტოებთან მუშაობა (სარეკლამო კომპანიები, სოციალური გვერდების მმართველი ფირმები)
** On Trade არხებში აქტივობების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი.
** OFF Trade არხებში აქტივობების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი.
** განლაგების მატრიცის შემუშავება და კონტროლი ქსელების მენეჯერებთან ერთად; MML (Minimal Must List)
** რეპორტინგი და ანგარიშგების მომზადება Excel, Power point ფორმატებში.
** ბრენდისთვის შიდა (კომპანიის შიგნით მოხმარებადი) და გარე (მომწოდებლის მოთხოვნების შესაბამისად) ანალიტიკის წარმოება.
** კონკურენტების აქტივობების ანალიზი და რეპორტის მომზადება მათ მიერ ** განხორციელებული აქტივაციებთან დაკავშირებით.

აუცილებელი პირობები:

** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** Microsoft Excel-ში სრულყოფილად მუშაობის გამოცდილება

უპირატესობად ჩაითვლება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
** პრემიალური ალკოჰოლის სეგმენტში მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობის არსებობა;

პირობები:

** ანაზღაურება 2000 ლარი - პოზიციაზე ბონუსები გათვალისწინებული არ არის;
** ზრდის პერსპექტივა: მაქსიმალური პოტენციალი რეგიონალური ბრენდ მენეჯერის სტატუსის მოპოვება (ყოფილი თანამეგობრობის ქვეყნები);
** სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე;
** ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება არასამუშაო საათებში;
** გამოსაცდელი ვადა: სამი თვე (ანაზღაურებადი)
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი / ვარკეთილი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tmuzashvili@kanti.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე