საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: Tetra Tech ARD
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამა

USAID GGI-ის შესახებ:

დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს, რომელიც ხორციელდება Tetra Tech ARD-ის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მმართველობის განვითარებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. GGI-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოს პარლამენტია, რომელთანაც ის პოლიტიკის შემუშავების და საკანონმდებლო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობს.

სტაჟირების პროგრამა:

აღნიშნული საქმიანობის გასააქტიურებლად, GGI ეძებს ორ საპარლამენტო სტაჟიორ/ანალიტიკოსს, იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებით, რომლებიც დასაქმდებიან GGI-ის პარტნიორ საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტში.

წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა და შეიძინონ გამოცდილება კანონმდებლობის შემუშავებაში, პოლიტიკის კვლევასა და ანალიზში, საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში, საბიუჯეტო პროცესსა და ბიუჯეტის ანალიზში.

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას. პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს 2019 წლის ოქტომბერი - დეკემბრის პერიოდს. შესაძლებელია სტაჟირების დამატებით სამიდან ექვს თვემდე გაგრძელება.

სტაჟირების პროგრამის მართვა და სამუშაო გარემო:

სტაჟიორ-ანალიტიკოსები განაწილდებიან ზემოხსენებულ საპარლამენტო სტრუქტურულ ერთეულებში და ანგარიშვალდებული იქნებიან კომიტეტების აპარატის უფროსების და USAID GGI-ის წინაშე. თითოეული სტაჟიორის სახელფასო განაკვეთი შეადგენს 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დარიცხული).

პროფესიული განვითარება:

სტაჟირების პროგრამის დასაწყისში სტაჟიორ-ანალიტიკოსებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო ტრენინგი USAID GGI-ის პროექტის, პარლამენტის საქმიანობის, მათ მიერ შესასრულებელი დავალებების, ასევე, ადმინისტრაციული და ანგარიშგების პროცედურების შესახებ. სტაჟიორებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ GGI-ის პროგრამული აქტივობების ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებში.

მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები შემდეგი სპეციალობით: ეკონომიკა ან სამართალი/იურისპრუდენცია;
** საჯარო პოლიტიკის საკითხების (განსაკუთრებით: ეკონომიკური, ფისკალური, მონეტარული, სახელმწიფო ბიუჯეტის), სახელმწიფო მმართველობის სისტემის და მასში პარლამენტის როლის ცოდნა და ამ საკითხების მიმართ ინტერესის ქონა;
** ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური უნარები;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე;
** კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ძლიერი უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოების გარეშე) და მოტივაციის წერილი (ქართულ ენაზე), შემდეგ მისამართზე: recruitment@ggi.ge. მოტივაციის წერილში კანდიდატებმა აუცილებლად უნდა:

** აღწერონ მიზეზი, თუ რატომ დაინტერესდნენ USAID GGI-ის საპარლამენტო სტაჟირების პროგრამით; და
** მიუთითონ, თუ რომელი მიმართულებით (სამართალი ან ეკონომიკა) სურთ სტაჟირების გავლა და დაასაბუთონ ეს არჩევანი შესაბამისი განათლების, გამოცდილების თუ ინტერესებიდან გამომდინარე არგუმენტებით.
** დოკუმენტაციის მოწოდებისას Subject-ის ველში მიუთითონ რომელ პოზიციაზე შემოაქვთ აპლიკაცია, იურიდიული თუ ეკონომიკური განხრით.

განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.

წერილობით ტესტს და ინტერვიუს მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე