ოპერატორი/გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორი/გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ლოჯისტიკური სერვისის შესახებ მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირება;
** კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** ლოჯისტიკურ-დოკუმენტალური საქმიანობის მართვა და კონტროლი
** მომხმარებლის მიზიდვა
** გამართული სატელეფონო კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია, 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპერატორის პოზიციაზე;
** აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია, 1 С-ის და MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი,
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი,
** საქმის ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და მაღალი კონცენტრირების უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული
მდებარეობა: ნუცუბიძის ქ 129

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: maka.ge@benegroup.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ოპერატორი/გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე