სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პსპ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია "პსპ დაზღვევა" აცხადებს სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულთა სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულთა იდენტიფიცირება;
** სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა;
** კლინიკაში დაზღვეულთა ვიზიტის დაგეგმვა, დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
** გადაუდებელი მდგომარეობის დროს სიტუაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** სისხარტე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** სიზუსტე, აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე