ფინანსური და საოპერაციო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური და საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
გირო კრედიტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები:

** 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
** 10:00-14:00 (შაბათს)

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური გეგმების, ბალანსის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ფინანსური უწყისების მომზადება და ანალიზი;
** ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა, დაგეგმვა, ანალიზი და რეპორტინგი;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ხელმძღვანელისათვის ყოველთვიურად ანალიზისა და რეკომენდაციის მიწოდება;
** კომპანიის საქმიანობის ბიზნეს პროცესების მონიტორინგი, ამ პროცესებში ოპტიმალური გადაწყვეტების დანერგვა და ნაკლოვანებათა გამოვლენა/აღმოფხვრა;
** კომპანიის შიდა ოპერაციების მართვა, ბიუჯეტით გათვალისწინებული შედეგებისა და სხვა მიზნების მიღწევის მიზნით;
** პროგრამული უზრუნველყოფების განვითარებაზე ზრუნვა, ოპტიმალური მოდულების დანერგვა და ნაკლოვანებათა გამოვლენა/აღმოფხვრა;
** პროგრამული უზრუნველყოფების მუდმივი მონიტორინგი/ტესტირება კომპანიის საჭიროებებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** ყოველთვიური, კვარტლური, წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, წარდგენა მარეგულირებელ და სხვა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** გარე აუდიტთან კომუნიკაცია, დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მომზადება, კომპანიის მიზნების გათვალისწინებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფინანსური განათლება;
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნული უნარები

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე