ავტო სერვის ცენტრის მომსახურე მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო სერვის ცენტრის მომსახურე მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო სერვის ცენტრის მომსახურე მენეჯერის პოზიციაზე, მომხმარებელთა მხარდაჭერის და მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. (ოტო მოტორსი)
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრებში გადამისამართებული მომხმარებლების დახვედრა/კონსულტირება;
** მომხმარებელთა კუთვნილი ავტომობილების სტატუსების მუდმივი კონტროლი;
** მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია მათი ავტომობილების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ;
** წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება/უკუკავშირი მომხმარებელთან;
** ყოველდღიური რეპორტების/ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მომსახურების სფეროში (სასურველია საბანკო/სადაზღვევო სფერო) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ავტო-ცენტრებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** მომსახურების სტანდარტების დაცვის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ავტო სერვის ცენტრის მომსახურე მენეჯერი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე