კონკურსი საჭიროებათა შეფასებაზე, ტრენინგის ჩატარებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი საჭიროებათა შეფასებაზე, ტრენინგის ჩატარებაზე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 240149_worldvision_tor_needsassess_6546083.zip
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში, "World Vision საფრანგეთის" სახელით, პროექტისთვის "ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება", აცხადებს კონკურსს საკონსულტაციო მომსახურებაზე: საჭიროებათა შეფასება და ტრენინგი მოწყვლად ბავშვიან ოჯახებთან მუშაობის კუთხით.

დასახელება: არასამთავრობო ორგანიზაცია/კომპანია ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის სისტემის გაძლიერების პროექტი
კონტრაქტის ტიპი: მომსახურება
ანგარიშვალდებულება: "World Vision საქართველოს" ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი
უწყება: "World Vision საქართველო"
ადგილმდებარეობა: საქართველოს ყველა რეგიონი, თბილისის ჩათვლით

მიზანი:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სოციალური სამსახურების თანამშრომელთა საჭიროებების შეფასება მოწყვლად ბავშვიან ოჯახებთან მუშაობისა და დახმარების კუთხით, ამ საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგ პროგრამის შემუშავება და ტრენინგების ჩატარება 65 მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურების თანამშრომლებისათვის ქ. თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში.

დეტალები მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია:

თეა კვინტრაძე
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში
იმედაშვილის ქ. 18/17, თბილისი
ელ. ფოსტა: thea_kvintradze@wvi.org

წარმოსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და რეკომენდატორის პოზიციის მითითებით);
** ხელმოწერილი ქცევის კოდექსის და წესების გაცნობის დასტური (თანდართულია);
** დეტალური ხარჯთაღრიცხვა ტექნიკური დავალების მიხედვით;
** კომპანიის გამოცდილების აღწერა/საკვანძო პერსონალის CV;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი.

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში ან ელ. ფოსტაზე: GEO_Procurement@wvi.org

დალუქული კონვერტები უნდა წარმოადგინოთ "World Vision International"-ის საქართველოში ფილიალი ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: იმედაშვილის ქუჩა 18/17, თბილისი.

დალუქული კონვერტების წარმოდენის საბოლოო ვადაა 15 ოქტომბერი, 2019 წელი, 15:00. გთხოვთ, კონვერტის გარეთა მხარეზე დააწეროთ ტენდერის დასახელება: "Needs Assessment and Training".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე