ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-მდე პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და სერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანები.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქალაქგარეთ - წიწამურში;
** ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილამდე და უკან ქალაქში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
** სასიამოვნო ადამიანებთან, მეგობრულ გარემოში გუნდური მუშაობის შესაძლებლობას.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე:

სამუშაო ფუნქციები:

** სისუფთავის დაცვა სერვისში;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში;
** სატვირთო მანქანების ელექტრო დიაგნოსტიკა;
** სატვირთო მანქანებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** სატვირთო მანქანების დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან ახლით შეცვლა;
** საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ნაწილის მაღაზიიდან გამოტანა/მონტაჟი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** ელექტრო დიაგნოსტიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** სატვირთო ავტომობილების სფეროს ცოდნა;
** სატვირთო ავტომობილების სარემონტო სამუშაოების გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ოპერატიული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office@vakomotors.com.ge არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "ელექტრიკოსის პოზიცია".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე