ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას სადისტრიბუციო კომპანიის საწყობში.

მდებარეობა: თბილისი, ნავთლუღის ბაზარი
სამუშაო საათები: 06:00 - 15:00
ანაზღაურება: 1500 ლარი

სამუშაო მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
** ბანკთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა (გადასახადები, განაკვეთები, დეკლარაციების შედგენისთვის ინფორმაციის შეგროვება);
** ქართული და რუსული ენის კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
** ასაკი: 25-35 წლამდე.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ორიენტირებული
** პუნქტუალურობა
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური და ენერგიული

საკონტაქტო ინფორმაცია:

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე khatia1990@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 593 01 09 05
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე