ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე, ბორჯომში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთსვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ყოლა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება
** სტაჟირება

ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფას + ბონუსი
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge და დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება.

განიხილება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად გამოგზავნილი ავტობიოგრაფია (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე