ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება,
** ანგარიშგების მომზადება ზემდგომი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
** შიდა ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობაში მოყვანა;
** სააღრიცხვო პერიოდის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური მიმართულებით;
** აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საბანკო სტრუქტურაში ან საფინანსო ინსტიტუტში;

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 23 ოქტომბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე