სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე აჭარის რეგიონში, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "ბიოკოდექსის" მედიკამენტებზე სამუშაოდ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული, პედიატრიის ან მედიცინის ფაკულტეტი);
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო აღწერილობა:

** ინფორმაციული მარკეტინგი
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებაში და აფთიაქებში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575).

კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), შემდეგ საათებში: 11.00სთ-იდან 15.00სთ-მდე.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2019 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისთვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე