საკრედიტო ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის თანამდებობაზე თბილისში.

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო ხელშეკრულებების და/ან მათი ცვლილებების მომზადება;
** გადაწყვეტილების ოქმთან ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისობის კონტროლი;
** მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** კლიენტის იდენტიფიკაცია;
** ხელშეკრულებების კომპანიის პირების ორგანიზებულად და დაცულად შენახვა;
** იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
** სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** ორგანიზებული, მიზანდასახული და ენერგიული;
** კომუნიკაციის უნარის მქონე;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე