მოლარე, კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე, კონსულტანტი
მომწოდებელი: Best Market
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
მაღაზია "Best Market"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარის და კონსულტანტის პოზიციებზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაზისუბნის 1მკ/რაიონი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** სარეალიზაციოდ განკუთვნილ პროდუქციაზე ინფორმაციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება სექციაში და პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** გაყიდვების ხელშეწყობა და გაზრდა;
** მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** საკონტროლო და სალარო აპარატის, საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
** სალაროდან თანხის გატანის შემთხვევაში თანხის მითვლა;
** ნაღდი ფულის შენახვის წესების, უსაფრთხოების წესების სრული დაცვა, საკასო-საფინანსო დისციპლინის შესრულება.

მოთხოვნები:

** სტანდარტული საოფისე აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: bestmarkt0@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ, თუ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს - "კონსულტანტი" ან "მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე