ავეჯის მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის მემონტაჟე
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მემონტაჟის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30 - 18:30
ხელზე ასაღები ხელფასი - 700 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

** სატვირთო ავტომობილის მართვა
** ყოველდღიურად შეკვეთის სიის მიხედვით პროდუქციის შემოწმება, მანქანაზე დატვირთვა, ადგილზე მიტანა
** მომხმარებლამდე ავეჯის მიტანა და აწყობა
** პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
** პროდუქციის საწყობში შეტანა - გატანის აღრიცხვა და მართვა

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** სავალდებულოა მართვის მოწმობა - C კატეგორია
** მართვის მოწმობა (C კატეგორია)
** ავეჯის აწყობის გამოცდილება
** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge 2019 წლის 19 ოქტომბრამდე.

გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე