მონიტორინგის და შეფასების ტრეინინგ კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის და შეფასების ტრეინინგ კურსი
მომწოდებელი: DEPA
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
DEPA Consulting-ის ტრეინინგ ცენტრი გთავაზობთ მონიტორინგის და შეფასების ტრეინინგ კურსს (I მოდული).

ტრეინინგის მიზანია, მსმენელებს გააცნოს მონიტორინგისა და შეფასების დანიშნულება, მისი როლი სტრატეგიის, პროექტისა თუ პროგრამის მართვის პროცესში. მონაწილეები შეისწავლიან ლოგიკური ჩარჩოს სტრუქტურას, ინდიკატორის ტიპებს და ა.შ. ტრეინინგი მონაწილეებს გააცნობს მონიტორინგსა და შეფასებასთან დაკავშირებულ შესაძლო სირთულეებს და კვლევის სხვადასხვა მეთოდებს. ტრეინინგის დროს გამოყენებული იქნება ინტერაქციული სწავლების მეთოდები.

ტრეინინგი განკუთვნილია სტრატეგიულ დაგეგმვაში, მენეჯმენტში, ანაგარიშგებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში ჩართული პირებისათვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ საჯარო სექტროში.

ტრეინინგის საკითხები:

** მონიტორინგის და შეფასების არსი და მათ შორის სხვაობა
** მონიტორინგის და შეფასების დანიშნულება (შედეგზე ორიენტირებული მართვა (Results Based Management), ეფექტურობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, და ა.შ.)
** მონიტორინგის და შეფასების როლი სტრატეგიის/პროექტის/პროგრამის მართვის ციკლში (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება, ანგარიშგება)
** ლოგიკური ჩარჩოს სტრუქტურა
** მონიტორინგის და შეფასების ფუნქცია ლოგიკურ ჩარჩოსთან მიმართებაში
** ინდიკატორები (SMART, CREAM კრიტერიუმები, ინდიკატორის ტიპები, დისაგრეგაციები)
** მონიტორინგსა და შეფასებასთან დაკავშირებული შესაძლო სირთულეები
** შეფასების კრიტერიუმები (რელევანტურობა, ეფექტურობა, ეფექტიანობა, ზეგავლენა, მდგრადობა), შეფასების პერიოდულობა (საბაზისო, შუალედური, საბოლოო)
** კვლევის მეთოდები: სამაგიდო კვლევა, რაოდენობრივი და თვისებრივი (ფოკუს ჯგუფი, ჩაღრმავებული ინტერვიუ) კვლევის მეთოდები
** სამაგიდო და თვისებრივი კვლევის ტიპები, განხორციელების ეტაპები და პრინციპები
** რაოდენობრივი კვლევის ტიპები და განხორციელების ეტაპები
** კითხვარის შედგენის წესები
** შერჩევის მიზანი, რეპრეზენტატულობა, შერჩევის მეთოდები
** მონიტორინგს, შეფასებას, ლოგიკურ ჩარჩოს და კვლევის მეთოდებს შორის კავშირი

ტრენერები: რუსუდან ქარდავა და გიორგი შუბითიძე
ტრეინინგის ღირებულება: 600 ლარი
ტრეინინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/hg1Hfnq3jcb48wpc7

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2019

ტრეინინგის ჩაატარების ადგილი: DEPA Consulting-ის ოფისი.
მის: ქ. თბილისი, ნუცუბიძის პლატო, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა 32
საკონტაქტო პირი: ილონა გოგია
მობ: +995 593 939327
ელ-ფოსტა: info@depa-consulting.com
ვებ-გვერდი: http://www.depa-consulting.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე