IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეტრო სერვის+
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
შპს "მეტრო სერვის პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიკურ ქსელში არსებული პრობლემის აღმოფხვრა და შემდგომი გადამოწმება შესაბამის რგოლთან;
** დაზიანებული ბოჭკოვანი კაბელის (წვერების) მოძებნა (მონაკვეთის დაზუსტება)
** ოპტიკური კაბელის შესაბამისი ხელსაწყოებით შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შედუღება;
** კაბელ არხების გაყვანა და შეკეთება;
** ელექტრო მოწყობილობების შეკეთება;
** ოფისში ქსელის გაყვანა და მონტაჟი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ბოჭკოს მზომელი მოწყობილობების და სხვა საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება და შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე ან სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი ინდივიდუალურად და გუნდთან შეთანხმებით;
** პროაქტიული დამოკიდებულება ახალი ამოცანების მიმართ;

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 5 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@msplus.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე