ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: Rooms Hotel Kokhta
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"Rooms Hotel Kokhta" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი

პასუხისმგებელია: სამრეცხაოს ცვლის უფროსის / სამრეცხაოს ზედამხედველის/ სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის / სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის მიმართ

სამუშაოს მიზანი:

მრეცხავი აქტიურად უნდა მუშაობდეს დეპარტამენტში ინდივიდუალური პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. პასუხისმგებელია გარეცხოს ჭურჭელი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

** იყოს მეგობრული, კომუნიკაბელური და დადებითად განწყობილი თანამშრომლებისა და მომხმარებლების მიმართ;
** არ უნდა აგვიანებდეს სამსახურში და ეცვას სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ევალება სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰიგიენასა და სისუფთავეზე;
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების შესახებ;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr.bakuriani@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე