დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: Rooms Hotel Kokhta
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"Rooms Hotel Kokhta" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: დასუფთავების დეპარტამენტი;

მოახსენებს: დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერს, დასუფთავების მენეჯერის ასისტენტს, დასუფთავების ზედამხედველს;

საჭირო უნარები:

** ადმინისტრაციული პრინციპების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ​დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** დაკარგული ნივთების შესაბამის სივრცეში მოთავსება;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და სახშაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება;
** გაეცნოს კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და შეასრულოს თავისი მოვალეობა ამ პროცედურების შესაბამისად;
** უზრუნველყოს მთელი აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს შესაბამის პირებს;
** დარწმუნდეს, რომ წუნდებული თეთრეული სწორადაა აღმოჩენილი;
** გაუწიოს სტუმარს მომსახურება სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr.bakuriani@roomshotels.com და სათაურის ველში

მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე