ტენდერი სოფელ საღრაშენში სამაცივრე შენობის მშენებლობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სოფელ საღრაშენში სამაცივრე შენობის მშენებლობაზე
მომწოდებელი: RDFG
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია, სოციალური და ეკონომიკური განვითარების გზით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი თვით-მედეგობის გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი მთავრობისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სისტემების განვითარებასა და დაგეგმვაში. RDFG მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა, ინოვაციები და ადვოკატირება. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან სერვისებისა და შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნის მიზნით, ასევე, არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობისა და მათი საჭიროებების გამოვლენის უზრუნველსაყოფად.

ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის", სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ახორციელებს პროექტს - "სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" - ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ENPARD-ის პროექტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, ასოციაციის მიერ განვითარების პროექტების დაფინანსების გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ასოციაცია აცხადებს ტენდერს თეთრიწყაროს სოფელ საღარაშენში სამაცივრე მეურნების მშენებლობაზე.

ტენდერის ტექნიკური დავალება და პირობები იხილეთ: https://www.dropbox.com/s/lfdc90ppcrn00mt/rdfg-tender-refrig.zip?dl=0

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:

კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის სრული დასახელება;
** საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
** მისამართი;
** ტელეფონი;
** საბანკო რეკვიზიტები;
** თანდართული სატენდერო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოებისა და აღჭურვილობის ღირებულება სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა დანახარჯი. ერთეულის ფასი ლარში დღგ-ს გარეშე და ასევე საერთო ჯამი ლარში დღგ-ს გარეშე (ხელმოწერით, ბეჭედით);
** სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი (პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 100 დღეს);
** კომპანიაში მომუშავე სპეციალისტების სია, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ კონტრაქტის ფარგლებში და არიან კვალიფიცირებულები მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად, მათ შორის 1 მშენებელი ინჟინერი, არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით, უსაფრთხოების ინჟინერი არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
** კომპანიაში არსებული ტექნიკის მანქანა-მექანიზმების და აღჭურვილობის სრული ჩამონათვალი წარმოდგენილი ბიუჯეტის შესასრულებლად;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების (მათ შორის ანალოგიური პროექტების) ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება);
** კომპანიის ანგარიშწორების ანგარიშების ოფიციალური ამონაწერი ბანკიდან (ბრუნვა), ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 22 ოქტომბერს 18:00 საათამდე. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2019 წლის 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნის პროცედურას, გთხოვთ შეგვატყობინოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: smalashkhia@rdfg.ge

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: გ. ისაკაძის (ყოფილი ვაზისუბნის) ქ.#4, თბილისი, 0160, საქართველო. გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი თეთრიწყაროს სოფელ საღარაშენში სამაცივრე მეურნების მშენებლობაზე".

Association Rural Development For Future Georgia (RDFG)
http://www.rdfg.ge
http://www.facebook.com/WWW.RDFG.GE
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე