მარკეტინგის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მარკეტინგის ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** ბაზრის შესწავლა, მარკეტინგული გამოკვლევების ჩატარება;
** მარკეტინგის და გაყიდვების ტენდენციების პროგნოზირება, შეგროვებული მონაცემების ანალიზი;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან მოძიებული ფინანსური და კომერციული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** სტანდარტული და სპეციფიური ანალიზის მოდელებისა და ანგარიშების შექმნა და წარმოება;
** კომერციული დეპარტამენტისთვის სააქციო რეკომენდაციების მიწოდება, აქციების დაგეგმვა და შემდგომი ანალიზი;
** აქტიური ჩართულობა ყველა მიმართულების მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვასა და შეფასებაში;
** მარკეტინგული ანალიზის საფუძველზე გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების პროგნოზირება;
** მარკეტინგული აქტივობების, რეკლამების, აქციების და მომხმარებელთან კომუნიკაციის სტრატეგიების ეფექტურობის გაზომვა;
** კომპანიის ბაზარზე პოზიციონირებისთვის ინფორმაციის მოძიება და მიწოდება;
** კონკურენტების შესახებ მონაცემების შეგროვება, ფასების, გაყიდვების და მარკეტინგის მეთოდების ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი;
** მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვასა და ანალიზში აქტიური ჩართულობა;

მოთხოვნები:

** ცხრილების ფორმატირება და მონაცემთა ბაზების შექმნის გამოცდილება;
** SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel, PivoTable-თან მუშაობის გამოცდილება;
** დიაგრამების შექმნა და PowerPoint-ში მათი ინტეგრირება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ "მარკეტინგის ანალიტიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე