კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს კატეგორიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკება;
** მომწოდებლებთან კომერციული პირობების შეთანხმება;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მომხმარებლის შესწავლა;
** ასორტიმენტის განსაზღვრა სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით;
** კატეგორიისა და პოზიციების მომგებიანობის ანალიზი;
** გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი;
** პლანოგრამების დაგეგმვა;
** მატრიცის/რეგისტრაციების კონტროლი;
** ძირითადი/სააქციო პოზიციების მიწოდების უზრუნველყოფა;
** არასტანდარტული შესყიდვების უზრუნველყოფა;
** რეგიონებში ლოკალური აქციების დაგეგმვა;
** რეპორტინგი

წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; მარკეტინგი; ფინანსები);
** კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook; )
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კატეგორიის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე