დიზელ გენერატორის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზელ გენერატორის ტექნიკოსი
მომწოდებელი: FINEX
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"FINEX" იწვევს სამუშაოდ კვალიფიციურ პიროვნებებს დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიციაზე.

ვიწვევთ სამუშაოდ პიროვნებებს დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სასურველია კანდიდატი იყოს შესაბამისი ტექნიკური განათლებით;
** სავალდებულოა დიზელისა და ბენზინის ძრავებიან გენერატორებთან მუშაობის გამოცდილება.
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
** კანდიდატი სასურველის ფლობდეს ინგლისურ ენას და შეეძლოს კომპიუტერზე მუშაობა;
** მას უნდა გააჩნდეს მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** კანდიდატი უნდა იყოს დისციპლინირებული/კომუნიკაბელური; ასევე პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული და ორგანიზებული.
** მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა, ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნება.
** მნიშვნელოვანია კანდიდატის გუნდური მუშაობის, დროის მართვის უნარი. ასევე მისი დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კანდიდატი არ უნდა იყოს ნასამართლები. მოთხოვნის შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
** მაღალი გამავლობის საკუთარი ავტომობილის ყოლა განიხილება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: ngudushauri@finex.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო დღეა 15 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე