უმცროსი აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი აუდიტორი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი აუდიტორის თანამდებობაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** შიდა კონტროლისა და რისკის მართვის ინსტრუმენტების შეფასება;
** ჩატარებული აუდიტის შესახებ ანგარიშის მომზადება;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული საკითხების პერიოდული მონიტორინგი;
** შემოწმებული თემების პერიოდული Follow Up;
** კრიტიკული თემების პერიოდული მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის/აუდიტის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** MS Office -ის - განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** განვითარებაზე ორიენტირებული
** არგუმენტირების უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

სამუშაო პირობები:

** თიბისი ფეი, სს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა 2008 წლიდან. თიბისი ფეი აქტიურად ანვითარებს ონლაინ გადახდების პლატფორმას, ნერგავს ტექნოლოგიურ სიახლეებს.
** ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები - ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე)

გთხოვთ, არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელ ფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე