კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
თუ გსურს დასაქმდე? ხარ აქტიური და შრომისმოყვარე, გყავს საკუთარი ავტომობილი, კარგად მართავ საჭეს და იცნობ შენი ქალაქის ქუჩებს, კომპანია ოდისეა გაძლევს შესაძლებლობას გამოავლინო საკუთარი უნარები და გახდე წარმატებული გუნდის ახალი წევრი.

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. ოდისეას წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკთხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: კურიერი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (საწვავის უზრუნველყოფით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წიგნების მიწოდება დანიშნულების ადგილზე;
** თანხის აღება და აღრიცხვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი მხოლოდ ჰიბრიდი და გაზზე ;(სავალდებულო)
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კურიერი), რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე