ადამიანური რესურსების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების კოორდინატორი
მომწოდებელი: Crystal & Spa
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
სასტუმრო "Crystal & Spa" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების კოორდინატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** მენეჯმენტისათვის თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის დამუშავება, მათ შორის, სპეციალისტთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
** რეკრუტმენტის სრული პროცესის ადმინისტრირება და მხარდაჭერა, მათ შორის, ინტერვიუების ორგანიზება ან/და ჩატარება;
** წინასახელშეკრულებო დოკუმენტაციის მოთხოვნა, მოგროვება და ადმინისტრირება;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების შედგენა, თანამშრომელთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული მონაცემების მართვა, კოორდინაცია, მხარდაჭერა;
** თანამშრომლების პირადი საქმეების და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ელექტრონული თუ მატერიალური დოკუმენტების ან/და ჩანაწერების წარმოება, განახლება, დაარქივება;
** კომპანიასა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის წარმოება ყველა მიმდინარე საკითხის გადაჭრის მიზნით;
** სახელფასო უწყისის წარმოების მხარდაჭერა და შესაბამისი მონაცემების მართვა და კოორდინირება;
** შეხვედრების, ტრენინგების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება;
** HR სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკის, პროცესისა და პროგრამის იმპლემენტაციასა და განხორციელებაში სრული მხარდაჭერა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა პროცესების ეფექტურად წარმართვის მიზნით;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ქართულ და ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: teona.k@primehospitalityllc.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე