საწყობისა და საველე სამუშაოების დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობისა და საველე სამუშაოების დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: პროაგრო
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
შპს "პროაგრო", რომელიც ახორციელებს ყველა ტიპის პროფესიონალური სარწყავი სისტემების მიწოდებასა და მონტაჟს, აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და საველე სამუშაოების დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ქალაქ რუსთავში).

http://www.irrigation.ge; http://www.facebook.com/irrigation.ge

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობსა და საველე სამუშაოებზე დამხმარე სამუშაოს შესრულება.
** საწყობის უფროსისა და ტექნიკური ჯგუფის უფროსის დავალებების შესრულება.

პირობები: ხელფასი 550-650 ლარი, პრემიები, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

შენიშვნა: დამხმარე სპეციალისტებისათვის არსებობს ტექნიკური ჯგუფის უფროსის პოზიციაზე დაწინაურებისა და სახელფასო განაკვეთის გაორმაგების პერსპექტივა.

მოთხოვნები:

** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მამრობითი სქესი
** მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის მართვის გამოცდილება, საკმარისია B კლასი
** საშუალო განათლება
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: postaproagro@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე