ხარატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარატი
მომწოდებელი: ტოტი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
შპს "ტოტი" აცხადებს ვაკანსიას ხარატის პოზიციაზე.

სამუშაოს დახასიათება:

** დეტალების სახარატო დამუშავება მჭრელი ინსტრუმენტების და უნივერსალური ჩარხების და სამარჯვების გამოყენებით;
** გარე და შიგა ხრახნების მოჭრა (სამკუთხა და სწორკუთხა ხრახნების) გარე და შიგა ხრახნმჭრელებით;
** ბურბუშელისგან ჩარხის გასუფთავება.

სასურველია უნდა იცოდეს:

** ერთგვაროვანი ჩარხების მოწყობა და მუშაობის პრინციპი;
** უფრო გავრცელებული უნივერსალური სამარჯვებისა და ინსტრუმენტების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** საჭრისისა და ბურღების ალესვის წესი, ჭრის კუთხის გათვალისწინებით;
** ჩასმისა და დაშვების სისტემების ცოდნა. კვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები;
** საპოხ-გამაცივებელი სითხეების დანიშნულება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ანაზღაურება: შეთანხმებით
მისამართი: ქ.თბილისი, სადგური ლილო N:04/071 (ყოფილი ქიმიური ქარხნის შენობა)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: darchidze1119@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე