საბაზო სადგურების მომსახურეობის ენერგო უზრუნ. ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაზო სადგურების მომსახურეობის ენერგო უზრუნ. ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საბაზო სადგურების მომსახურეობის ენერგო უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)

სამუშაო აღწერილობა:

** კომპანიის მასშტაბით ენერგეტიკული აპარატურის მონიტორინგი;
** ენერგო მომარაგების მიმართულებით შრომის უსაფრთხოების დაცვა;.
** ​ავტომატიზირებულ ელექტრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე არსებული მოწყობილობის დოკუმენტაციის შესწავლა, სწორი პარამეტრების განსაზღვრა და ახალი მოწყობილობების დანერგვა;
** თანამშრომლებისთვის მოწყობილობებთან მუშაობის ინსტრუქციის შექმნა;
** სამუშაოს დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს ანალიზი;
** სამუშაო ჯგუფების დისტანციურად მართვა;
** ახალ და არსებულ ობიექტებზე უწყვეტი ელ. მომარაგების პარამეტრების სწორად გათვლა;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Office-ის აპლიკაციებში (Word, Excel) მუშაობა;
** საბაზო საიტებზე გენერატორის გამართვა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ეფექტურად მართვა;
** რთულ, ტექნიკურ დავალებებსა და არასტანდარტულ პრობლემებზე მუშაობისას უშუალოდ პროცესში ჩართულობა;
** ელ. მოწყობილობების ჩართვასთან დაკავშირებით გეგმის მომზადება და განაწილება ჯგუფების მიხედვით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება და საჭიროებისამებრ განახლება;
** მიღება-ჩაბარების აქტების წარმოება;
** მასალებისა და აგრეგატების ჩამოწერა და ექსპლუატაციაში გაშვება;
** ​საწვავების მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი;
** კომპანიაში, ახალი ელ. მოწყობილობების დანერგვასთან დაკავშირებით დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ტრეინინგის ჩატარება(ცოდნის ამაღლების მიზნით);
** გარე კონტრაქტორებთან და კომპანიებთან ურთიერთობა;
** ხარვეზების დროულად აღმოჩენა და ხელმძღვანელობის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კავშირგაბმულობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ​ენერგოუზრუნველყოფის სფეროში 10 წლიანი გამოცდილება;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე