ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "იორკ თაუერს" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია დაგეგმოს და განახორციელოს მარკეტინგული აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს კომპანიის ცნობადობის გაზრდას, კომპანიის პროდუქტის და მომსახურების რეკლამირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ციფრული მარკეტინგის კონტენტის და სტრატეგიის შემუშავება სამიზნე აუდიტორიისათვის,
** ბრენდის ცნობადობის გაზრდა,
** ვებ გვერდის და სოციალური ქსელების კონტენტის შექმნა და მართვა,
** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების შექმნა და მართვა, რომელიც თანხვედრაში იქნება კომპანიის მარკეტინგულ
სტრატეგიასთან
** ციფრული არხის შექმნა ონლაინ რევიუებისათვის, მისი მონიტორინგი, დროული რეაგირება თითოეულ მათგანზე.
** ციფრული არხების, აპლიკაციების და სტრატეგიის მუდმივი კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიული და შემოქმედებითი (გთხოვთ მოგვაწოდოთ ვებ გვერდისა და სოციალური ქსელების პროფაილები, რომლებსაც
მართავთ)
** გამოცდილება ციფრული მარკეტინგის სფეროში
** სოციალური მედია პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა (ფეისბუქი, ინსტაგრამი, იუთუბი და სხვა)
** გამართულად წერის და მეტყველების უნარი
** SEO ოპტიმიზაციის ცოდნა,
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული;
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: yorktowersnatalia@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე