სტაჟირება ხარისხის მართვის სამსახ. დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ხარისხის მართვის სამსახ. დეპარტამენტში
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას ხარისხის მართვის სამსახურის დეპარტამენტში, ქუთაისში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: "ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი" ქუთაისი, ოცხელის ქ. 2.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
განსაკუთრებული მინიშნება: წარმატებულ სტაჟორს ექნება ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება/მონიტორინგი;
** დეპარტამენტში შემოსული წერილების მონიტორინგი;
** ექიმებთან კომუნიკაცია;
** ისტორიების გაცემის მონიტორინგი;
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სექტორში, დოკუმენტებთან მუშაობის და ხარისხის მართვის მიმართულებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21 ოქტომბერი, 2019 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/stajireba-xarisxis-martvis-samsaxuris-departamentshi-qutaisshi/292

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე