ავტოსადგომის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსადგომის თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი თბილისი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
Adjara Group საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და უსწრაფესი ტემპით მზარდი ჰოლდინგი - კომპანიაა. კომპანიას მოწინავე პოზიცია უჭირავს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით.

სასტუმრო "Rooms Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: ავტოსადგომის თანამშრომელი
განყოფილება: უსაფრთხოების დეპარტამენტი
მოახსენებს: უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერს

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ფიზიკურად დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს სასტუმროს ავტოსადგომის მონიტორინგი და ნებისმიერი შიდა წესების დარღვევის ან რაიმე საეჭვო მოქმედების შესახებ შეატყობინოს უსაფრთხოების ოფიცერს ან უსაფრთხოების დეპარტამენტის ცვლის უფროსს.
** იმუშაოს სალარო აპარატთან და აკონტროლოს ავტოსადგომზე შესული და გასული ავტომობილებისათვის სწორი საზღაურის დაკისრება.
** შეიყვანოს კომპიუტერში ყველა საჭირო მონაცემი ავტომობილების აღრიცხვის მიზნით.
** შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება ქურდობის, უბედური შემთხვევის, ხანძრის და სხვა ინციდენტის შესახებ.
** კეთილსინდისიერად და დაკვირვებით აწარმოოს თანხის მიღება-გაცემა ავტოსადგომის მომხმარებელთან.
** ფლობდეს სასტუმროში არსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და დახმარება გაუწიოს ყველა შემოსულ სტუმარს.
** შეინარჩუნოს სისუფთავე სამუშაო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
hr.tbilisi@roomshotels.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება.

მოცემული სამუშაო აღწერილობა შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე