ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი თბილისი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"Rooms Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
განყოფილება: უსაფრთხოების დეპარტამენტი;
მოახსენებს: უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერს / ზედამხედველს

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში;
** ადმინისტრაციული პრინციპების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეასრულოს უსაფრთხოების მენეჯერისგან და ზედამხედველისგან მიღებული დავალებები;
** იმუშაოს კამერებთან სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით;
** განახორციელოს ობიექტის ვიდეო მონიტორინგი და გამოავლინოს შიდა წესების დარღვევები. შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება შემდეგი პუნქტების ჩათვლით: ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა;
** განახორციელოს ვიდეო მონიტორინგი, რათა დარწმუნდეს რომ საეჭვო პირები არ იმყოფებიან სასტუმროს ტერიტორიაზე და ნივთები უყურადღებოდ არ არის დატოვებული;
** გაუწიოს მონიტორინგი და მიაწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების ოფიცერს, სასტუმროს ტერიტორიაზე შემოსული იმ პირების შესახებ, რომლებსაც ეკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა;
** იცნობდეს სასტუმროს ქონებას და ნებისმიერი საეჭვო ან უცნაური ქმედება აცნობოს მის ზედამხედველს;
** გამოავლინოს ნებისმიერი უსაფრთხოების წესის დარღვევა და მიიღოს შესაბამისი ზომები პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;
** მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
** უზრუნველყოს სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვა თანამშრომელების მიერ;
** უზრუნველყოს უსაფრთხოების დეპარტამენტის სტანდარტების დაცვა;
** აკონტროლოს სასტუმროში მოსიარულე საეჭვო პირების ქმედებები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე