ლოგისტიკური ცენტრის 1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკური ცენტრის 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკური ცენტრის 1C ოპერატორის პოზიციაზე ქ.თბილისში

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში სამუშაო განრიგის შესაბამისად - 09:00 - 18:00 ან 14:00 - 23:00
ადგილმდებარეობა: დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კმ

ფუნქციები:

** პროდუქციის შეყვანა 1C (ERP) პროგრამაში;
** პროგრამული ოპერაციების მონიტორინგი
** საქონლის შესყიდვის დოკუმენტების რეგისტრირება;
** საქონლის გადაადგილების რეგისტრაცია;
** სასაქონლო ინვენტარიზაციების დოკუმენტების პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 1C პროგრამის ცოდნა
** Ms Excel - საშუალო დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 14 ოქტომბერი, 2019 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე