მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მრეცხავი
მომწოდებელი: სასტუმრო Rooms თბილისი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე.

განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერი/სამრეცხაოს ზედამხედველი/ცვლის უფროსი

პოზიციის აღწერა:

პასუხისმგებელია ჭურჭლის და სამზარეულოს სხვა ინვენტარის დარეცხვაზე, სისუფთავის შენარჩუნებაზე. საჭიროებისამებრ ინვენტარის აღრიცხვაზე და მის გადაადგილებაზე.პასუხისმგებელია ჭურჭლის და სამზარეულოს სხვა ინვენტარის დარეცხვაზე, სისუფთავის შენარჩუნებაზე. საჭიროებისამებრ ინვენტარის აღრიცხვაზე და მის გადაადგილებაზე.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

პოზიციასთან მიმართებაში:

** უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სისუფთავე და წესრიგი;
** უზრუნველყოს ყველა მასალის სათანადო მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ფლობდეს ცოდნას ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვის და ა.შ.), უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და გაკონტროლება, რეგულარულად შეამოწმოს სარეცხი საშუალებების საკმარისი რაოდენობა, სამუშაოს შესასრულებლად.
** შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 23 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე