მიმტანი-ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი-ბარმენი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი" (Ibis Georgia Stadium) არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსთვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-ბარმენის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრისათვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის დროულად მიღება;
** სტუმრების დროული და თავაზიანი მომსახურება;
** სამუშაო ადგილის სუფთა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასტუმრო პროგრამებში (ოპერა/Opera/მაიკროსი/Micros) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** აქტიური
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** გუნდური მოთამაშე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: HA1L2-hr@accor.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე