მიმტანი, დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, დამლაგებელი
მომწოდებელი: რესტორანი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
რესტორანს ესაჭიროება კვალიფიციური მიმტანები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სარესტორნო პროგრამაში მუშაობა, შეკვეთების ასახვა და ანგარიშის მომზადება;
** შეკვეთის და თანხის მიღება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;

გრაფიკი: 2 სამუშაო დღე, 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: 500 ლარი + "ჩაი"
კვებასა და ტრანსპორტირებას ანაზღაურებს რესტორანი

ასევე რესტორანს ესაჭიროება დამლაგებელი.

მოთხოვნები:

** რესტორნის დარბაზის მოწესრიგება;
** სამზარეულოს მოწესრიგება;
** მუდმივი ზრუნვა ობიექტის სისუფთავეზე;
** ენერგიული;
** მოწესრიგებული;

გრაფიკი: 2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 25 ლარი, კვებასა და ტრანსპორტირებას ანაზღაურებს რესტორანი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ მისამართზე: bazmirestaurant.hr@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე