php დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: php დეველოპერი
მომწოდებელი: Green Cat Agency
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ციფრული მარკეტინგის სააგენტო "Green Cat Agency" აცხადებს ვაკანსიას php დეველოპერის პოზიციაზე.

ჩვენ ვმუშაობთ ვებ პროგრამირების, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგისა და სტარტაპების შეფუთვის მიმართულებით. გუნდის ახალი წევრისგან ვითხოვთ შემდეგს:

სამუშაო ვალდებულებები:

** ტექნიკური დავალების მიხედვით კოდის წერა;
** ბაზებთან მუშაობა, ლოგიკის აწყობა;
** სკრიპტების და მოდულების შექმნა;
** ბაგების აღმოჩენა და შესწორება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში - არ მოითხოვება!
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება - არ შეგვეხმიანოთ!
** PHP (laravel), MySQL, JavaScript, AngularJS - ენების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა არის პრიორიტეტული;
** გუნდური მუშაობის უნარი - ამის გარეშე ჩვენთან მუშაობა წარმოუდგენელია;

კანდიდატის უნარები:

** ენერგიული და შრომისმოყვარე - სიტყვები "დავიღალე", "გავალ მოვწევ", "შევისვენოთ", "მეზარება", "ხვალ დავამთავრებ" ჩვენთვის არ არსებობს;
** პუნქტუალური - არ ვარღვევთ Redline-ს და მით უმეტეს Deadline-ს!
** ცნობისმოყვარე - სიახლეების მუდმივი ძიება და საკუთარი ცოდნის გაღრმავება;
** მოტივირებული და მიზანდასახული - არ უნდა იცოდეს შემდეგი სიტყვების მნიშვნელობა: "არ ვიცი", "ვერ ვიზამ", "გამორიცხულია", "არ არსებობს ასეთი რამ", "არა მგონია", "არ გამოვა";

სახელფასო განაკვეთი: 2500+ (ერთ თვიანი სტაჟირების შემდგომ).

ჩვენი გუნდი სიამოვნებით განიხილავს თქვენს რეზიუმეებს და შერჩეულ კანდიდატებს მივცემთ კონკრეტულ დავალებას. რეზიუმე გამოაგზავნეთ მისამართზე webcoder@greencat.agency და წერილის სათაურში მიუთითეთ "მე ვარ საუკეთესო ვებდეველოპერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე