კაპიტალის ინვესტირებისა და მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაპიტალის ინვესტირებისა და მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: VIP Trade
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"VipTrade" წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ქონდეს წვდომა და მოახდინონ თავის რეალიზება საერთაშორისო ფინანსურ (სასაქონლო, საფონდო და სავალუტო) ბაზარზე. კომპანიის წარმატებულმა თანამშრომლობამ შვეიცარულ ბანკებთან (Swissquote Bank, Dukascopy Bank) და მომხმარებლის ზრდამ, მოგვცა შესაძლებლობა წარმოდგენილი ვიყოთ საქართველოში 4 ფილიალით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://www.viptrade.ge

პირველად საქართველოს საბროკერო სექტორში კომპანია "VipTrade" საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა როგორც დასაქმების, ასევე უფასო სასწავლო პროგრამაში!

დასახელება: კაპიტალის ინვესტირებისა და მართვის მენეჯერი
პროგრამის ხანგრძლივობა - 2 კვირა.

პროგრამის სრული კურსი მოიცავს:

** საერთაშორისო ელექტრონული პლატფორმის შესწავლას
** საბაზრო ანალიზის მეთოდებს
** ფულადი სახსრების სწორ ინვესტირებას

ვეძებთ მათ, ვინც არის:

** 22-დან 30 წლამდე
** მიზანდასახული და ენერგიული
** ორიენტირებული სწავლასა და განვითარებაზე
** სიახლეებისა და სირთულეების მიმართ მიდრეკილი

და ვისაც აქვს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კურსდამთავრებული)
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** მონაწილეთა შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

თუ მიგაჩნიათ რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: hr@viptrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე