ტრენინგი ღია მონაცემების დამუშავებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი ღია მონაცემების დამუშავებაზე
მომწოდებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ტრენინგის შესახებ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს მიღებას სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგში მონაწილეობაზე.

ტრენინგი შეეხება ღია მონაცემების მოპოვებას და დამუშავებას (მეწარმეთა რეესტრი, პოლიტიკური შემოწირულებები, სახელმწიფო შესყიდვები, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ონლაინრესრუსების მიმოხილვა და გამოყენება).

ტრენინგი ჩატარდება 26 სექტემბერს, ქალაქ ახალქალაქში.

განცხადის წარდგენის პროცესი: დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე jobs@transparency.ge უნდა გამოგზავნოს CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, განაცხადის სახელწოდებაში მიუთითოთ "თელავის ტრენინგში მონაწილეობა".

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 22 სექტემბერი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე