შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: ქართულ-გერმანული სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ქართულ-გერმანული სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე.

შრომის უსაფრთხოების ოფიცრის ძირითადი მოვალეობებია:

** პროექტის უსაფრთხოების ზოგადი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი წესების დადგენა; თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება;
** ინციდენტების გამომწვევი ძირითადი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ზომების გატარება;
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვა;
** თემატური ტრენინგების ჩატარება;
** შენობების ელექტრო-უსაფრთხოება;
** სახანძრო უსაფრთხოება და საევაკუაციო გეგმების შემუშავება;
** საწარმოო პროცესის უსაფრთხოება;
** თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა;
** გარემოსდაცვითი ღონისძიებების მართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
** ობიექტებზე მუდმივი ყოფნა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დანერგილი სახელმძღვანელო პრინციპების რეალობაში განხორციელების შემოწმება;
** რეპორტების მომზადება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.

შრომის უსაფრთხოების ოფიცერისთვის სავალდებულოა:

** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** უპირატესობად ჩაითვლება პირველადი დახმარების სერთიფიკატი
** შრომის უსაფრთხოების მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: teobandzava@epc.com.ge (არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება).

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე