საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი
მომწოდებელი: ჯორჯიან მანგანეზი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭიათურა, ზესტაფონი
სამუშაო გრაფიკი: 10.00 - 19.00; კვირაში ხუთი სამუშაო დღე

სამუშაოს აღწერა:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის და პოლიტიკის განსაზღვრა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესების მართვა (პროექტების დაგეგმვა, გუნდის მართვა, ანგარიშგება, შედეგების და ეფექტურობის შეფასება);
** საზოგადოებასთან და მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობის წარმართვა;
** კომპანიის საქმიანობის მიმართ განწყობების შესწავლა, კომპანიის იმიჯის ფორმირება და კორექტირება;
** კომპანიის PR ბიუჯეტის განსაზღვრა;
** PR კამპანიების განხორციელების გეგმის შედგენა, კომპანიის იმიჯზე ზეგავლენის პროგნოზის შედგენა;
** პრეს კონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეს-რელიზების, საინფორმაციო ბიულეტინების და სხვა საინფორმაციო მასალის მომზადება და გავრცელება;
** განხორციელებული PR კამპანიების ეფექტურობის შეფასება;
** პრეზენტაციების და სხვადასხვა საიმიჯო ღონისძიებების დაგეგმვა, მომზადება და ორგანიზება;
** კომპანიის რეპუტაციაზე უარყოფითი გავლენის რისკის შემცველი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა;
** PR გუნდის შეკვრა და მართვა;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ეთიკის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ფილოლოგიის საფუძვლების ცოდნა;
** ზოგადი მენეჯმენტის და პროექტების მართვის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინფორმაციის ავტომატიზირებული დამუშავების კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების წესების ცოდნა;
** PR მეთოდოლოგიის, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის, PR კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პრინციპების ცოდნა;
** მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის მეთოდოლოგიის ცოდნა;
** არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

აუცილებელი უნარები:

** კრეატიულობა, აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
** ვერბალურად და წერილობით ინფორმაციის კარგი გადმოცემის უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები/რეზიუმე ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gm.ge 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე