სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. სისტემური ადმინისტრატორის პოზიცია მოიაზრებს შპს "ალტა სოფთვეარის" სერვერების, ქსელების, კომპიუტერული სისტემების საჭიროების მიხედვით ინსტალაცია, ადმინისტრირება და განახლებები, შპს "ალტა სოფთვეარის" პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და ადმინისტრირება, კომპანიის კლიენტებისათვის შესაბამისი მომსახურებისა და კონსულტაციების გაწევა.

კომპეტენციის ფარგლები:

** ოპერაციული სისტემების კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** Windows სისტემებზე არსებული სტანდარტული სერვისების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** შიდა ქსელის გამართვა;
** Windows Server 2012/2016 ინსტალაცია და მართვა;
** Active Directory ინსტალაცია და მართვა;
** Microsoft SQL მონაცემთა ბაზის მართვა;
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა/დახმარება;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საჭირო კვალიფიკაცია:

** Windows სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
** Windows Networking (TCP/IP, DNS/WINS, DHCP და სხვ.) საფუძვლიანი ცოდნა;
** დომეინების ობიექტების (მომხმარებლები, კონტაქტები, კომპიუტერები, ჯგუფები, პრინტერები) მართვის საფუძვლიანი ცოდნა;
** Windows Server 2008R2/2012R2/2016 ცოდნა;
** AD, DNS, Group Policy, DHCP, Terminal Server, Wsus ცოდნა;
** Microsoft SQL მონაცემთა ბაზის ისნტალაციისა და მართვის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** სიახლეებისა და ინფორმაციის მოძიება და გაზიარება.

სასურველი კვალიფიკაცია:

** კოდის კონტროლის სისტემების ცოდნა (TFS, Git);
** ვირტუალიზაციის პლატფორმების ცოდნა (VMWare, HyperV, Docker).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2019 წლის 4 ოქტომბრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე