სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი" (GIP) არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასწყისში დაარსდა. GIP ცდილობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით. ორგანიზაციის მიზანია, გახდეს კვლევებისა და პოლიტიკური ინოვაციების წამყვანი ცენტრი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად.

GIP აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე - პოლიტიკის ანალიტიკოსი, პროექტის ოფიცერი, ადმინისტრაციული ასისტენტი, ადმინისტრაციული მენეჯერი.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: info@gip.ge - პოზიციის დასახელების მითითებით. აპლიკაციები მიიღება ინგლისურ ენაზე, 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე