გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Swoop.ge
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"Swoop.ge"-ს ამბიციურ და ახალგაზრდულ გუნდში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - გაყიდვების მენეჯერს!

შესასრულებელი სამუშაოები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** არსებულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა
** პოტენციური პარტნიორებისათვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება
** პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
** გაყიდვების ზრდასა და ბრენდების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურ ან რუსულ ენაზე გამართულად საუბარი.

უნარები:

** მკვეთრად გამოხატული გაყიდვების უნარები
** ინიციატორი და ენერგიული
** შეთანხმების მიღწევისა და სასურველ პირობებზე მოლაპარაკების უნარი
** პრეზენტაციების მომზადების და ჩატარების უნარი
** დაგეგმვა-ორგანიზების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ახალგაზრდა, ენერგიულ და მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** ახალი გამოწვევების მიღებისა და წარმატებით დაძლევის შესაძლებლობას
** საინტერესო სამუშაო პროცესს
** ტელეფონზე ულიმიტო სასაუბრო დროს
** შეხვედრებზე კორპორატიული ტრანსპორტით გადაადგილების შესაძლებლობას

ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (ერთი საათი შესვენება).
დასვენების დღეები და შვებულება შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესის თანახმად.

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნებში თქვენ დაგახასიათეთ,
თუ მოგწონთ ახალი გამოწვევების მიღება,
გამოგვიგზავნეთ რეზუმე ელ-ფოსტაზე: info@swoop.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი - თბილისი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე