სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Senso Vita Pharmacy
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
შპს "სენსო ვიტა ფარმასი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქუთაისში.

მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები სამედიცინო დაწესებულებებში.
** სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, ექიმებთან, სააფთიაქო პერსონალთან ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ სამედიცინო, სამეცნიერო თუ მარკეტინგული ინფორმაციის ჯეროვნად წარდგენა;
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება;
** პრეპარატების სწორად პოზიცირება პოტენციურ მომხმარებლებთან საჭიროების შემთხვევაში.
** შედეგების ყოველდღიური დამუშავება და ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
** კომპანიის პრეპარატების ცნობადობის გაზრდა.
** სამუშაო წლის აქტივობების დაგეგმვა და შესრულება.
** ფარმაცევტული ბაზრის კვლევა საჭიროების შემთხვევაში.
** გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint); სამუშაო დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@sensovitapharmacy.com არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია (რეგიონი, დასახელება) რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე