კონსულტანტი - სრული განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი - სრული განაკვეთი
მომწოდებელი: Retail Group Georgia
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - "Alhokair"-ის წევრი "Retail Group Georgia" 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Gap, Aldo, Oysho, Zara Home, Banana Republic, U.S. Polo, F&F, CHARLES & KEITH, Sergent Major, La Senza, Accessorize, Monsoon, Clarks და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 50-მდე მაღაზიას "თბილისი მოლში", "ისთ ფოინთში", "მერანი მოლსა" და "სითი მოლ გლდანში".

სექტემბერში საბურთალოზე "City Mall"-ის გახსნასთან ერთად, ამ სიას კიდევ 14 ახალი მაღაზია, ხოლო კომპანიის 600-ზე მეტ თანამშრომელს კიდევ 220 ახალი წევრი შეემატება.

პოზიციის დასახელება: კონსულტანტი სრულ სამუშაო განაკვეთზე.

განსახორციელებელი საქმიანობა:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა;
** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი.
** ანაზღაურება: მინიმუმ 570 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@fahretail.com მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კონსულტანტი სრულ განაკვეთზე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე