სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ანგარი.ჯი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
სერვისცენტრი "ანგარი.ჯი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა).
** საოფისე პროგრამების ცოდნა სასურველია
** საავტომობილო სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, დეტალების და შიდა კომპლექტაციის ცოდნის მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება სერვისის (პროფილაქტიკის) სფეროში შემფასებლის, მენეჯერის ან მრჩეველის პოზიციაზე.

დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური.
** პასუხისმგებლობის გრძნობით.
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, დისციპლინირებული.
** შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების განსაკუთრებით ძლიერი უნარი,
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და კარგად გადმოცემის უნარი.
** ყურადღებით მოსმენის უნარი.
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი.
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი.
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი: ( სრული დატვირთვა) 09:30სთ-დან 18:30სთ- მდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** გამოსაცდელი ვადა 2 კვირა (ანაზღაურებადი)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 18

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info.angari@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე