საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე.

შესასრულებელი ამოცანები:

** კომპანიაში შემომავალ ზარებზე, ვებ-გვერდსა და ელ.ფოსტაზე მომხმარებლებისთვის მათ მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების ანგარიშებთან და ფსონებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებაში დახმარება;
** ხელმძღვანელთან ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია აზარტული თამაშების საბაზისე დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ახალ გარემოში ადაპტირების და ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.
** ადგილმდებარეობა - თბილისი

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე