სტაჟირება ტექნიკური სერვისის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ტექნიკური სერვისის განყოფილებაში
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ტექნიკური სერვისის განყოფილებაში.

პროგრამის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან:

** გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობას.
** სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების წარმოებას.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

** პროფესიული ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** მოტივაცია და სურვილი, რომ გახდეთ პროფესიონალი და წარმატებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ?

** გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობის პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას;
** სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გარანტირებულ სამუშაო ადგილს;
** კომპანიაში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@pragma.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქებული კლიმატი/სტაჟირება".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე